ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

საჯარო ინფორმაცია

ყველას აქვს უფლება, გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო,

პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია

როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით.

==================================================================

რა არის საჯარო ინფორმაცია?

ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის ასლები ხელმისაწვდომია და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ კანონის შესაბამისად ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:

  • A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი - 1 გვერდი - 0,05 ლარს;
  • ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა - 1 გვერდი - 0,10 ლარს;
  • კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკი - 2,65 ლარს;
  • დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკეტა - 1,3 ლარს;
  • ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე - 1 საათი - 2,75 ლარს;
  • ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე - 1 საათი - 0,50 ლარს.

პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

უარი საჯარო ინფორმაციაზე

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტავს მის უფლებებსა და გასაჩივრების წესს, იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან საჯარო დაწესებულების მითითებით, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

პერსონალური მონაცემების საიდუმლოება

პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

კომერციული საიდუმლოება

კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

პროფესიული საიდუმლოება

პროფესიული საიდუმლოება - ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო საიდუმლოება

სახელმწიფო საიდუმლოება – ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ გასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება.
 

გააზიარე
https://kampungbahasa.id/kampung/mpo/ https://kampungbahasa.id/wp-includes/updates/ https://chsdbacks.com/ https://infojabodetabek.com/ https://motor138.com/ https://jurnal.usy.ac.id/lib/sigacor/ https://pauddikdasmen.com/uploades/maxwin/ https://www.pauddikdasmen.com/assets/vendor/ https://krebet-jambon.desa.id/maxwin88/ https://bululor.desa.id/.well-known/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://poko.desa.id/wp-content/shop/ https://poko.desa.id/product/ https://ntt.sdgs.web.id/platform/ https://ntt.sdgs.web.id/wp-content/web/ https://gorontalo.sdgs.web.id/scatter/ https://gorontalo.sdgs.web.id/informasi/ https://upbuwamena.id/landasan/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://e-sigupai.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://karanglokidul.desa.id/ https://sdgs.web.id/ http://pulosari-jambon.desa.id/ http://efurai.niasselatankab.go.id/main/sigacor/