საკრებულოს სხდომა 27.01.2023
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის პირველი სხდომა ჩატარდა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა
თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების
განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
2. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა
მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების
ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. ,, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.12.2021 წლის №68 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
5. ა(ა)იპ ,,ერთად რეალური ცვლილებებისთვის" ადმინისტრირების ქვეშ არსებული კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის 2023 წლის თანადაფინანსების პროგრამა (პ\კ 06.05) დამტკიცების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სხდომაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: მესტია, სეტის მოედანი N1
საკრებულოს საკონფერენციო დარბაზი.