ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)
სტიქიით (მათ შორის ხანძრით) დაზარალებული ოჯახების დახმარება
<>

სტიქიით (მათ შორის ხანძრით) დაზარალებული ოჯახების დახმარება

1. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი მატერიალური დახმარების

გაწევა- 500ლარიდან 5000 ლარამდე.

 

I კატეგორია -სახლი მთლიანად (100 %) დაზიანებულია (განადგურებულია) ხანძრის

შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არაუმეტეს

5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

II კატეგორია - სახლის ნახევარი (50 %) დაზიანებულია (განადგურებულია) ხანძრის შედეგად,

დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არანაკლებ - 2000 (ორი

ათასი) ლარის, არაუმეტეს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

III კატეგორია - სახლი ან დამხმარე ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულია ხანძრის შედეგად,

დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არანაკლებ - 500

(ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები:

ერთჯერადი მატერიალური დახმარების - 500 ლარიდან 2000 ლარამდე.

 

I კატეგორია -სახლი მთლიანად (100 %) დაზიანებულია (განადგურებულია) სტიქიური

მოვლენების შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს 

არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

II კატეგორია - სახლის ნახევარი (50 %) დაზიანებულია (განადგურებულია) სტიქიური

მოვლენების შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს 

არანაკლებ - 1000 ( ათასი) ლარის, არაუმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

III კატეგორია - სახლი ან დამხმარე ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულია სტიქიური

მოვლენების შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს 

არანაკლებ - 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

მუხლი  8.  სტიქიით  (მათ  შორის  ხანძრით) დაზარალებული  ოჯახების  ერთჯერადი მატერიალური (ფულადი)დახმარების პროგრამა

 

1. სტიქიის შედეგად (მათ შორის ხანძარით) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა , მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

 

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 

გ)  ხანძრის  შემთხვევაში  –  სახანძრო-სამაშველო  სამსახურიდან  შესაბამისი  აქტის

(დედანი) ;

 

დ) დაზიანებული (ან დამწვარი) შენობა-ნაგებობის ფოტოსურათი;

 

ე)   საბანკო   დაწესებულებაში   დახმარების   მიმღებ   პირზე   გახსნილი   ანგარიშის

რეკვიზიტები.

 

ვ)  შენობა-ნაგებობის  საკუთრების  დამადასტურებელი  დოკუმენტი,  საჯარო რეესტრის ამონაწერი (არარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის შემთხვევში წარმოსადგენია, ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი, შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი ფლობის შესახებ).

 

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

 

3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი საბჭოს ან მუნიციპალიტეტის   მერიის   შესაბამისი   სამსახურის   დასკვნა   ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში .

 

4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოჯახი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და განმეორებით იგივე ფაქტთან დაკავშირებით ვეღარ ისარგებლებს აღნიშნული კატეგორიით გათვალისწინებული დახმარებით.

https://kampungbahasa.id/kampung/mpo/ https://kampungbahasa.id/wp-includes/updates/ https://chsdbacks.com/ https://infojabodetabek.com/ https://motor138.com/ https://jurnal.usy.ac.id/lib/sigacor/ https://pauddikdasmen.com/uploades/maxwin/ https://www.pauddikdasmen.com/assets/vendor/ https://krebet-jambon.desa.id/maxwin88/ https://bululor.desa.id/.well-known/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://poko.desa.id/wp-content/shop/ https://poko.desa.id/product/ https://ntt.sdgs.web.id/platform/ https://ntt.sdgs.web.id/wp-content/web/ https://gorontalo.sdgs.web.id/scatter/ https://gorontalo.sdgs.web.id/informasi/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://e-sigupai.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://karanglokidul.desa.id/ https://sdgs.web.id/ http://pulosari-jambon.desa.id/ http://efurai.niasselatankab.go.id/main/sigacor/ https://karanglokidul.desa.id/ https://bappedatts.sdgs.web.id/