საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა 30.03.2023.
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.
განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
2. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის ანგარიში.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის ანგარიში 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
4. მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
5. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
კომისიის თავმჯდომარეებმა მოისმინეს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა ანგარიშები და იმსჯელეს სხვა აღნიშნულ საკითხებზე.