Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სერვისები

სვანეთი ის ადგილია, რომელიც საქართველოში ტურისტების სიმრავლის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა.

სვანეთის ღირსშესანიშნაობებია:

 

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი

მუზეუმი 1936 წელს დაარსდა და მასში დაცულია: სვანეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები; ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები; უძველესი ხელნაწერები; ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები; ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.
 

 

მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი

მუზეუმში გამოფენილია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები (სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ფოტოები, ჯილდოები, საჩუქრები – მათ შორის ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან ხერგიანსმიუძღვნა და სხვა).

ჰაწვალის საბაგირო და ხედი ზურულდიდან

მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით ხვდებით ჰაწვალში, საიდანაც კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე ასვლა. ზამთარში აქ 2 400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. წელიწადის ნებისმიერ დროს ზურულდიდან უნიკალური ხედი იშლება უშბის მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით.

 

 

 

ჭალააის მყინვარი

ხეობური ტიპის მყინვარი მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მესაუცილებლად ტიაჭალის სათავეში. მყინვარის სიმაღლე 1850 მეტრია. ჭალაათი ერთადერთი მყინვარია, რომელიც იჭრება ტყის ზონაში. მყინვარი საზრდოობს მწვერვალების ბჟედუხის, ჩათინისა და დალაყორის ნაკადებით.

 

ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი. ჰიდროკვანძი მთლიანად, აგრეთვე მისი ცალკეული ნაგებობები, უნიკალურია რომლის მსგავსი საზღვარგარეთის პროექტებისა და მშენებლობის პრაქტიკაშიც კი იშვიათად მოიპოვება. როდესაც კაშხალთან წყლის დონის ნიშნული მაქსიმალურია - 510 მ, მდ. ენგურის ხეობა შეიტბორება 27 კმ-ზე. წყალსაცავის სიგანე მერყეობს 100-200 მ-დან 1500-1700 მ-მდე. წყლის დონის დაწევის მაქსიმალური სიმაღლე 70 მ-ია. ავტომობილით კაშხლამდე ვერ მიხვალთ, გზის გარკვეული მონაკვეთი ფეხით უნდა გაიაროთ. ტურისტებისთვის შესვლა ნებადართულია.

 

 


სხვა ღირსშესანიშნაობები

ზემო სვანეთში მრავალი ადგილია, სადაც ფეხით მისვლა, ბუნებით დატკბობა და დასვენება შეიძლება. განსაკუთრებით მიმზიდველია:

მესტიაში: ქორულდის ტბები; ჭალაადის მყინვარი. ჰაწვალი-ზურულდის საბაგირო. ზურულდიდან იშლება ულამაზესი ხედები. კარგად მოჩანს კავკასიონის მთავარი ქედი, თავისი მშვენიერი მწვერვალებით თეთნულდი, ბანგურიანი და მსოფლიოში ულამაზესი მწვერვალი უშბა. ასევე კარგად მოჩანს სვანეთის ქედი და მისი მშვენიერი მწვერვალი ლაილა.
ბეჩოში: გულის მყინვარის მისადგომები, ბეჩოს უღელტეხილის ჩანჩქერი;
შიხრის ველი უშბის ძირას;
კალაში: კვირიკეს ეკლესიიდან გადაშლილი კავკასიონის ქედის პანორამა;
მულახში: თეთნულდის სათხილამურო კურორტი თავისი ალპური ზონის ფერდობებით და მწვერვალების თეთნულდისა და უშბის ულამაზესი ხედებით, უღვირის უღელტეხილი, ტყე, ალპური მდელოები და მდინარის ხეობები;
იფარში: თეთნულდის მისადგომები სოფელ ადიშთან;
ცხუმარში: ენგურის ხეობის პანორამა და მწვერვალ ლაილას მისადგომები.

 

 

 

 

კალა

მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე თემი შედგება 8 სოფლისგან: აგრაი, იფრარი, ლალხორი, დავბერი, ხე, ვიჩნაში, ხალდე, ლასკრალი. ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: იფრარის XI საუკუნის ეკლესია, XI საუკუნის წმ. კვირიკეს ეკლესია (ლაგურკა) და სოფელი ხე.

 

ადიში

სოფელ ადიშის მიდამოებში შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლია: კედლის მხატვრობით შემკული ოთხი ეკლესია, საცხოვრებელი სახლები, კოშკები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები.

 

იფარი-ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია

დარბაზული ტიპის სამლოცველოს აღმოსავლეთით ფასადი მოხატულია ცხოველთა რელიეფური გამოსახულებებით. მისი ინტერიერი მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1130 წელს შეიქმნა. აქვე ინახება XI საუკუნეში მოღვაწე ოქრომჭედლის ასანის მიერ შესრულებბული წმ. გიორგის ჭედური ხატი.

 

ლატალი:

მაცხოვრის სახელობის ეკლესია სოფელ ლატალში მდებარეობს. სვანები მას „მაცხვარიშით“ მოიხსენიებენ. დარბაზული ტიპის ეკლესია აშენებულია X საუკუნეში და გამოირჩევა მაღალმხატვრულობით. ტაძარში დაცულია XII საუკუნის ბიზანტიური საწინამძღვარო ჯვარი, რომელიც ტიხრული მინანქრითაა შემკული.

 

უშგული:

უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ ადმინისტრაციულ ერთეულად მიიჩნევა. 

უშგულის თემის ერთ-ერთი სოფელი, ჩაჟაშიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხშირია ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები. მათი რაოდენობა ამჟამად 30-მდეა.

 

უშგულის ლამარია

უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი

თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები

მაცხოვრის სახელობის ეკლესია – სოფელ მურყმელში

წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია – სოფელ მურყმელში

მაცხოვრის სახელობის ეკლესია – სოფელ ჩვიბიანში

მაცხოვრის სახელობის ეკლესია – სოფელ ჟიბიანში

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია – სოფელ ჟიბიანში

ეკლესია – სოფელ ჩაჟაშში;

საქართველოში ყველაზე მაღალი და კავკასიაში სიმაღლით მეორე მწვერვალ შხარას მისადგომები.

Share page
https://kampungbahasa.id/kampung/mpo/ https://kampungbahasa.id/wp-includes/updates/ https://chsdbacks.com/ https://infojabodetabek.com/ https://motor138.com/ https://jurnal.usy.ac.id/lib/sigacor/ https://pauddikdasmen.com/uploades/maxwin/ https://www.pauddikdasmen.com/assets/vendor/ https://krebet-jambon.desa.id/maxwin88/ https://bululor.desa.id/.well-known/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://poko.desa.id/wp-content/shop/ https://poko.desa.id/product/ https://ntt.sdgs.web.id/platform/ https://ntt.sdgs.web.id/wp-content/web/ https://gorontalo.sdgs.web.id/scatter/ https://gorontalo.sdgs.web.id/informasi/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://e-sigupai.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://karanglokidul.desa.id/ https://sdgs.web.id/ http://pulosari-jambon.desa.id/ http://efurai.niasselatankab.go.id/main/sigacor/ https://karanglokidul.desa.id/ https://bappedatts.sdgs.web.id/