საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა
საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტის, საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის დამტკიცების თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.