საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე განიხილეს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და ცვლილებები, რომელიც წარადგინა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ნავერიანმა.
სხდომაზე ჩაშლილ ბიუჯეტი წარადგინა ასევე ახლადშექმნილი ააიპ ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმართველობის" ხელმძღვანელმა ირაკლი მიქიანმა.
სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები.