ურბანული განვითარების კომისიის და ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისიის გაერთიანებული სხდომა
დღეს, საკრებულოში ჩატარდა ურბანული განვითარების კომისიის და ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისიის გაერთიანებული სხდომა. კომისიების წევრებმა განიხილეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტში 2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტები.