ურბანული განვითარების კომისიის სხდომა
დღეს საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ.
2. „მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის ,,მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ან ახალაშენებული შენობა-ნაგებობების გადასახური მასალით დახმარების პროგრამის’’დამტკიცების შესახებ.